მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” მინას 2018 წლის ზაფხულში დაიმატებს

“ბარსა” მინას 2018 წლის ზაფხულში დაიმატებს

22 წლის კოლუმბიელი ცენტრალური მცველი იერი მინა კატალონიის “ბარსელონას” 2018 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ცნობილია, რომ “ბარსას” “პალმეირასის” უკანახაზელის 9 მილიონ ევროდ შეძენის უფლება აქვს, თუმცა, როგორც ირკვევა, კატალონიელები ამ უფლების გამოყენებას არ ჩქარობენ. მათ ურჩევნიათ, ფეხბურთელი ბრაზილიაში განვითარდეს და “ბარსას” უფრო მაღალი დონის მოთამაშე შეუერთდეს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, “ბლაუგრანა” მინას გამოსყიდვის უფლებას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოიყენებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში