იტალიური პრესის ინფორმაციით, “ინტერი” “ბარსელონას” კაპიტნის, ანდრეს ინიესტას შეძენის ვარიანტს განიხილავს.
ნახევარმცველის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 1 წლის შემდეგ იწურება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე კი მზადაა გუნდის ძირითადი შემადგენლობა მისი კაპიტნის გარეშე ჩამოაყალიბოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიურ და ესპანურ კლუბთა სპორტულ დირექტორებს (პიერო აუსილიო და არიედო ბრაიდა) შორის შეხვედრა შედგა, სადაც მათ ალეიშ ვიდალისა და ინიესტას საკითხი განიხილეს.