workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” თურანი არ სჭირდება, “არსენალი” 30 მილიონს იხდის

“ბარსას” თურანი არ სჭირდება, “არსენალი” 30 მილიონს იხდის

თურქული გამოცემა AMK იტყობინება, რომ “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი არდა თურანით პირადადაა დაინტერესებული.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისური გუნდი მზადაა ნახევარმცველისთვის 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და კატალონიურ კლუბს წინადადებით მიმართოს.

2015 წლის ზაფხულში, “ბარსელონამ” “ატლეტიკოს” არდას სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადააუხადა. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს, აჰმედ ბულუთს დაუკავშირდნენ და აცნობს, რომ კლუბს მისი კლიენტი აღარ სჭირდება.

თურანის კონტრაქტი ესპანურ გრანდთან 2020 წლის ზაფხულში იწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward