ჟერარ პიკეს შესახებ გულშემატკივრებმა ბევრი რამ იციან როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მაგრამ ცოტა ისეთი ქომაგი მოიძებნება, რომელიც კატალონიელი მცველის ბიზნეს-ინტერესების შესახებ კარგადაა ინფორმირებული.
კურსი ჰარვარდში
ცოტა ხნის წინ, სერხიო რამოსი შეეცადა ჟერარ პიკესთვის დაეცინა და მან განაცხადა, რომ კატალონიელი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დაპატიჟა, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღია. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაირკვა, რომ პიკეს მინიმუმ ერთი საპატიო მიზეზი ჰქონდა. სეზონის დასრულებისთანავე, ესპანელი მცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდა, სადაც გაიარა კურსი სახელწოდებით “ბიზნესი გართობის, მედიისა და სპორტის სფეროში”. 4-დღიან კურსში პიკემ 9250 ამერიკული დოლარი გადაიხადა. მასთან ერთად “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” კალათბურთელი სი ჯეი მაკკოლუმი, ირლანდიელი მორაგბე ჯიმი ჰესლიპი და მომღერალი კეტი ჰოლმსიც სწავლობდნენ.
ამერიკაში სწავლის გამო, ჟერარმა არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, არამედ ესპანეთის ეროვნული გუნდის შეკრების საწყისი ეტაპიც გამოტოვა.
კურსის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ სტუდენტები ხელოვნების ჯგუფებისა და კომპანიების სტრატეგიულ მართვაში ცოდნას მიიღებენ, ისწავლიან გამოავლინონ პერსპექტიული იდეები და იმუშავონ მათზე. ისინი ისწავლიან, როგორ და რომელ სიტუაციებში სჯობს ფულის დაბანდება და არსებულ ბაზარზე მეტ ინფორმაციას მიიღებენ. ადრე, იგივე კურსი მსახიობმა ჩენინგ ტატუმმა და NBA-ს ვარსკვლავმა, პოლ გასოლმაც გაიარეს.
მობილური აპლიკაცია
ჰარვარდში სწავლა პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პიკე ბიზნესით დაინტერესდა. 2012 წელს, ის ეკონომიკურ სკოლა ESADE-ს ცოდნის მიღებაზე შეუთანხდა. ლექტორები, კვირაში ორჯერ, ჟერართან სახლში მიდიოდნენ და მას, 3 საათის განმავლობაში, ფინანსურ მექანიზმებთან მუშაობას ასწავლიდნენ.
ეს პიკეს ბავშვობის მთავარი ბიზნეს გეგმის რეალიზაციისთვის აუცილებელი ნაბიჯი იყო. მას სურდა, საფეხბურთო მენეჯერის საკუთარი თამაში შეექმნა. “ბავშვობაში, ხშირად ვთამაშობდი PC Futbol-ს, რომელიც საშუალებას გაძლევდა თავი როგორც კლუბის პრეზიდენტად, ასევე მწვრთნელად გეგრძნო. თუმცა, მას ერთი მინუსი ჰქონდა – შეუძლებელი იყო მეგობრებთან ერთად გეთამაშა. ასე რომ, 11-12 წლის ასაკში, უკვე მინდოდა საკუთარი თამაში მქონოდა, სადაც ეს პრობლემა გამოსწორებული იქნებოდა.” – აცხადებს პიკე.

იდეალური თამაშის შესაქმნელად პიკემ ოფისი იქირავა, 20 თანამშრომელი აიყვანა და დააარსა კომპანია Kerad Games, რომელსიც 500 ათასი ევრო დააბანდა. “ბიჭებთან 30-გვერდიანი დოკუმენტით მივედით, სადაც გაწერილი მქონდა ყველაფერი, რისი ნახვაც ამ პროექტში სამომავლოდ მსურდა.” – აცხადებს პიკე თამაშ Golden Manager-ის შექმნის შესახებ.
თამაშის გაშვებიდან 24 საათში, თამაში App Store-ში, გადმოწერების მხრივ, პირველ ადგილზე გავიდა. ახლა, ის დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს აქვს გადმოწერილი. აქედან 8.5 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელია. მათ შორის არიან უეინ რუნი და, რა თქმა უნდა, პიკე. “არ გეტყვით ნიკს, რომლითაც ვთამაშობ. ჩემ გუნდში არა მხოლოდ “ბარსელონას” ფეხბურთელები არიან, არამედ, “რეალიდანაც” კი.” – განაცხადა პიკემ რამდენიმე წლის წინ.

Kred Games-ის კიდევ ერთი პროექტი Trivia League არის. ეს არის ესპანურენოვანი ქუიზი. 10 ათასზე მეტი კითხვა ფეხბურთზე, რომლებსაც შეგიძლიათ უბრალოდ უპასუხოთ, ან მეგობრებს შეეჯიბროთ.
პიკეს კომპანიას ფინანსურად მომგებიანს ვერ ვუწოდებთ – საერთო ბრუნვა 1.3 მილიონი ევროა, ხოლო წაგება – 600 ათას ევროზე მეტი. ძირითადი გასავალი თანამშრომლების ხელფასებია. მათი რიცხვი უკვე 35 არის. მათი წლიური ანაზღაურება კი – 935 ათასი ევრო. თუმცა, პიკეს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ციფრები არავის აშინებს: “ჩვენ ძეხვს არ ვყიდით. აქ სხვა ბიზნეს მოდელი მუშაობს და ჩვენ ვირტუალური სპორტის პოპულარობის ზრდას ველოდებით.”
თავისი მიზნების დასადასტურებლად, მიმდინარე წლის თებერვალში, პიკემ ვირტუალური გუნდი eFootballPro შექმნა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ თამაშებში მიიღებს ეს გუნდი მონაწილეობას.
ჰამბურგერები და იზოტონიკები
2010 წლეს, 60 ათას ევროდ, პიკემ კომპანია Natrus-ის აქციების 27% იყიდა. ეს კომპანია ჰამბურგერებისთვის ხორცის პროდუქტებს ამზადებს. თავდაპირველად, კომპანია მხოლოდ კატალონიაში მუშაობდა, შემდეგ კი, მთელი ესპანეთი მოიცვა.
კატალონიაში დარწმუნებულები არიან, რომ პიკე ხორცის ბიზნესით ნურეი ტომასთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. ეს მსახიობი ხამონის ბიზნესში მოღვაწე კომპანიის მფლობელის ქალიშვილია.

პირველივე წელს, კომპანიის გაყიდვებმა მილიონი ევრო შეადგინა. ამჟამად, პიკე კომპანია Natrus-ის სამი მეწილედან ერთ-ერთია, 33%-ით. თუ მისი პარტნიორები ნედლეულების მოძიებით არიან დაკავებულნი, პიკე ახალ ბაზარზე “კარს ხნის”, ანუ, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თუ როგორ გამოსდის პიკეს მოლაპარაკებების წარმოება, ეს “ბარსელონას” ახალი მთავარი სპონსორის, იაპონური ინტერნეტ-მაღაზიის, Rakuten-ის შემთხვევაში გამოჩნდა. პიკე და მისი მეუღლე შაკირა კომპანიის პრეზიდენტს, ჰიროსი მიკიტანს პირადად იცნობენ და 2015 წელს, მათ მიკიტანი და “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ერთმანეთს შეახვედრეს. 2016 წლის ნოემბერში, იაპონურმა კომპანიამ კატალონიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის წყალობითაც, “ბარსა” 244 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბის ხელმძღვანელობამ გარიგებაში პიკეს როლზე საჯაროდ ისაუბრა.

ნაკლებად ცნობილი ბიზნესი, რომელშიც პიკე მოღვაწეობს, იზოტონური სასმელების ფირმა 426 Miles არის. ჟერარს ამ კომპანიის აქციების 40% ეკუთვნის. კიდევ 10%, მისი რეკომენდაციით, “ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა შეიძინა. კომპანიის საწესდებო კაპიტანი 100 ათასი ევროა.
საკუთარი მედია გამოცემა
პიკე აპირებს, უახლოეს მომავალში, საკუთარი საფეხბურთო ვებგვერდი გაუშვას. ჯერჯერობით, მხოლოდ ჟერარის განცხადებაა გავრცელებული, რომელიც ფეხბურთელმა ემოციურ ფონზე, Twitter-ის საშუალებით გააკეთა. ამის მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც, პიკე სიჩქარის გადაჭარბებაზე დაიჭირეს. ამის დამამტკიცებელ საბუთად იქცა ფოტოგრაფია, რომელზეც ჟერარი ავტოინსპექტორს უბრალოდ ესაუბრებოდა.
“ახლა, თანამედროვე პრესაზე რაღაცას მოგიყვებით:
ნაბიჯი პირველი: პაპარაცები იღებენ ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ თქვენ პოლიციელს ესაუბრებით.
ნაბიჯი მეორე: პაპარაცი სურათს ურთავს კომეტარს, თითქოს თქვენ საათში 190 კილომეტრით მოძრაობდით. ეს ტყუილია, მაგრამ პაპარაცი ამას იმისთვის აკეთებს, რომ ფოტო 1.5 ათას ევროდ გაყიდოს.
ნაბიჯი მესამე: ინგლისური ვებგვერდი ფოტოს ყიდულობს, არ ინტერესდება რა რეალური ისტორიით.
ნაბიჯი მეოთხე: სიახლეს სხვა საიტებიც ავრცელებენ და სიმართლის გარკვევას არაცერთი მათგანი არ ცდილობს. მნიშვნელოვანია მხოლოდ კლიკები.
ნაბიჯი მეხუთე: ზიანი მიყენებულია და სიტუაციის გამოსწორებაზე არავინ ზრუნავს.
ძალიან დავიღალე და ვაპირებ, უახლოეს თვეებში, საკუთარი გამოცემა შევქმნა, რომელიც მხოლოდ ნამდვილდ ინფორმაციას გაავრცელებს.” – აცხადებს პიკე.
სათვალეები

“ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოდურად პიკე შეგვიძლია დავასახელოთ. რამდენიმე წლის წინ, კატალონიელი მცველი MANGO-ს სახე იყო და მისი გამოსახულებიანი რეკლამა ესპანეთის ყველა კუთხეში შეგხვდებოდათ.
მოდის სამყაროში მოღვაწე ერთადერთი ბრენდი, რომელშიც ფეხბურთელმა, ჯერჯერობით, ინვესტიცია განახორციელა, სათვალეების მწარმოებელი ფირმა Kypers არის. 2016 წლის დასაწყისში, პიკეს ფონდმა კომპანიის აქციების 40% შეიძინა, თუმცა ნელ-ნელა წილი 62%-მდე გაზარდა და ახლა ფეხბურთელი მთავარი აქციონერია.
2016 წელს, კომპანიამ 500 ათასი ევრო გამოიმუშავა და 2015 წლის შედეგი 5-ჯერ გააუმჯობესა. Kypers მუდმივად ფართოვდება და არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მაიამიში, სან პაულუსა და მონტევიდეოშიც.
ბრენდის პოპულარიზაციაში მხოლოდ პიკე და შაკირა არ მონაწილეობენ. ამ სათვალეებით სარეკლამო სურათები უკვე გადაიღეს იკერ კასილიასმა და დანი ალვესმა. გარდა ამისა, Kypers “ბარსელონასთან”, “ვალენსიასთან” და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობს.
პიკემ საინვესტიდიო ფონდი Kerad 3 Invest 2013 წელს დააარსა და სათაო ოფისად მადრიდი აირჩია, რის გამოც, ადგილობრივი ჟურნალისტებისგან დაცინვა დაიმსახურა.
სპეციალისტების შეფასებით, პიკეს წარმომადგენლები რისკს ერიდებიან და მხოლოდ გამართლებულ აქტივებს ყიდულობენ. ძირითადად – უძრავ ქონებას. ფონდის ანგარიშებზე, ამჟამად, დაახლოებით 13.5 მილიონი ევროა, წლიური მოგება კი 2-2.5%.
საჩოგბურთო ტურნირი

ცოტა ხნის წინ, პიკემ, ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, მამაკაცების ძლიერი საჩოგბურთო ტურნირი დაარსებასთან დაკავშირებით, მოლაპრაკებები გამართა.
ეს იქნება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მსგავსი ტურნირი, რომელშიც პლანეტის საუკეთესო ნაკრებები ითამაშებენ, რა თქმა უნდა, ესპანეთის ჩათვლით. საფეხბურთო ჩემპიონატისგან განსხვავებით, ტურნირი პირდაპირ ფლეი ოფის ეტაპიდან დაიწყება. ის ერთ ქალაქში გაიმართება. ესპანური გამოცემის, El Espanol-ის ინფორმაციით, ეს დოჰა იქნება, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება.
დაინტერესებულ პირებს, რომლებშიც პიკეც შედის, ტურნირის ჩატარებაზე 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ, მაგრამ ფინანსური მხარე ჯერ განხილული არაა. პროექტს მხარი უკვე დაუჭირეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფაელ ნადალმა და ენდი მარეიმ.
ბურთი აგორე ჯერარ მაგ მაიმუნობას!
Imedia uars ityvis, tore dagcinebs martla mteli msoflio, veraa eg kaci mgoni kargad
ფეისბუქზე ვნახე სტატია სქრინი იყო სადაც ივანიშვილი 2018 წლის არჩევნებზე ებაზრება, მეორე კალაძე
Tore kalaze xo brdgvnis ra yvelafers:)) Eh, chveni sashveli xo ar aris ra..
Imedia uars ityvis, tore dagcinebs martla mteli msoflio, veraa eg kaci mgoni kargad
ფეისბუქზე ვნახე სტატია სქრინი იყო სადაც ივანიშვილი 2018 წლის არჩევნებზე ებაზრება, მეორე კალაძე
Imedia uars ityvis, tore dagcinebs martla mteli msoflio, veraa eg kaci mgoni kargad
ბიჭებო ახალი ამბავი გაიგეთ ზაზა ფაჩულიას ბიძინამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესთავაზა
შეყვარებულივარ ამბიჭზე და რაგავაკეთო :დ
ბრავო პიკეს! მეც ვთამაშობ გოლდენ მენეჯერს მაგარია!
ყოჩაღ პიკე
კომფედერაციის თასზე რამდენი გუნდია ?
მიდი პიკე, შენ უნდა შეცვალო ეს ყვერი კაცი ბარსას პრეზიდენტის პოსტზე, მე მჯერა რო პიკე ძაან მაგარი პრეზიდენტი იქნება
mag gomeshs grdzeli pasi mainc aq sxvatuaraferi bazariara magari xeprea egeti ukidegano kle ishviati mosapovebelia mara 23 wlisaa da grdzeli pasimainc aq sxva arafershivarga amitom 1-2 sezoni unda vacalot 22 wlis asakshi xavic ver frinavda yvela mesi verdaibadeba <3 rasvizamt… magram ai denis suarezis nairi yle martla araferi minaxavs ragaca xosheileba kacs gamogdiodes fexburteli roxar an dartyma an driblingi an pasi an pacebia an artmeva an burtis damushaveba an migeba an tavit tamashi an moqnili xounda iyo an swrafi an elastiuri am yvela chamonatvlidan tupoi roiyo minimum 3ragacas unda flobde normaluri roiyo 4s da amas chamonatvlidan 1c araaq aseti yle martla araferi minaxia gomeshi janze maincaa ratichze swrafi maincaa da grdzeli pasi martla kargiak prosta magarii mshishara igrokia da egec arminda gundshi mara egeba momaval makeleles vusvhebt raici 😀 vacadot
Me pirikit momcons denisis driblindi da motyueba exerxeba. Uyure magis tamashebs, didi potenciali aqvs. Me piradad deniss davtovebdi mag oridan, tumca es mxolid chemi azria
ახლა პორტუგალია მექსიკას ვუყურებ და არვიცი ანდრე კაროჩე ძან მაგრად თამაშობსს შეიძლება კარგად ჩამოყალიბდეს ბარსელონაშიც!…
mag gomeshs grdzeli pasi mainc aq sxvatuaraferi bazariara magari xeprea egeti ukidegano kle ishviati mosapovebelia mara 23 wlisaa da grdzeli pasimainc aq sxva arafershivarga amitom 1-2 sezoni unda vacalot 22 wlis asakshi xavic ver frinavda yvela mesi verdaibadeba <3 rasvizamt… magram ai denis suarezis nairi yle martla araferi minaxavs ragaca xosheileba kacs gamogdiodes fexburteli roxar an dartyma an driblingi an pasi an pacebia an artmeva an burtis damushaveba an migeba an tavit tamashi an moqnili xounda iyo an swrafi an elastiuri am yvela chamonatvlidan tupoi roiyo minimum 3ragacas unda flobde normaluri roiyo 4s da amas chamonatvlidan 1c araaq aseti yle martla araferi minaxia gomeshi janze maincaa ratichze swrafi maincaa da grdzeli pasi martla kargiak prosta magarii mshishara igrokia da egec arminda gundshi mara egeba momaval makeleles vusvhebt raici 😀 vacadot
Me pirikit momcons denisis driblindi da motyueba exerxeba. Uyure magis tamashebs, didi potenciali aqvs. Me piradad deniss davtovebdi mag oridan, tumca es mxolid chemi azria
ანდრე მექსიკის ნაკრებთან რა კარგად თამაშობს აქ გრანადასთან და ესპანიოლთან აგდებდა თამაშებს :დდ