კატალონიური კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა “ბარსას” ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მათ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
“ვერ ვივიწყებ, თუ როგორ ცდილობდნენ ჩემი შემცვლელები ჩემ განადგურებას. ჩვენ მათ დიდებული “ბარსელონა” დავუტოვეთ, მათ კი მისი განადგურება დაიწყეს.
“ბარსელონა” მოიპარეს! ხელმძღვანელობა ტყუილისა და მანიპულაციის გზას ადგას. ამის გამო, მათ გადადგომას ვითხოვ! ასეთ შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებდი.
პრობლემა ისაა, რომ მათ უფლებამოსილება 2021 წლამდე აქვთ. თუ ისინი კლუბს ახლა დატოვებენ, პრეზიდენტობას დავთანხმდები. თუ ისინი კიდევ 3-4 წელი გაჩერდებიან – არა მგონია.” – განაცხადა ლაპორტამ The Guardian-თან საუბრისას.



