“ბარსელონას” ლეგენდარული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი მის თანამემამულეზე, ნეიმარზე საუბრობს და მას მისი ქვეყნის საუკეთსო ფეხბურთელად მოიხსენიებს.
“ნეიმარი საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ეს ჩემი აზრია.
ჩემთვის, ნეიმარი განსაკუთრებულია თავისი თვისებების გამო. დიდი დრო არ დარჩა იქამდე, როდესაც ის “ოქროს ბურთს” მოიგებს.
მესი და რონალდუ? პორტუგალიელს არაფერს ვერჩი, მაგრამ მესის თამაშზე უფრო დიდი გავლენა აქვს.” – აცხადებს ალვესი.


