workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” თვალი დუგლას კოსტას დაადგა

“ბარსელონამ” თვალი დუგლას კოსტას დაადგა

მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი დუგლას კოსტა კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

ესპანური პრესის ცნობით, “ბარსას” ახალი დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე დუგლას კოსტას მარჯვენა ფლანგის გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბაიერნი” კოსტას 30 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ დიდი ალბათობით, მიუნხენელები 26 წლის ბრაზილიელს 25 მილიონადაც შეელევიან.

აქამდე არსებული ინფორმაციით, დუგლას კოსტას შეძენის სურვილი ასევე აქვთ “იუვენტუსს”, მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და პსჟ-ს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward