“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, “რეალის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მადრიდულ გუნდს პეპ გვარდიოლას ეპოქის “ბარსელონას” ადარებს.
“დღევანდელი “რეალისა” და პეპის გვარდიოლას შედარებაც კი არ შეიძლება. გვარდიოლას გუნდის თამაში ნამდვილი ხელოვნება იყო. ამ გუნდების შედარება მანამდე არ შეიძლება, სანამ “რეალი” ყველა თასს არ აიღებს და “კამპ ნოუზე” 6:2 არ მოიგებს.” – აცხადებს ლაპორტა.



