მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესი: “სიტყვა ფეხბურთი გვარდიოლასთან ასოცირდება”

ალვესი: “სიტყვა ფეხბურთი გვარდიოლასთან ასოცირდება”

“ბარსელონას” ყოფილი მარჯვენა მცველი დანი ალვესი კატალონიურ კლუბში მასთან ერთად მომუშავე მთავარ მწვრთნელს, ხოპეპ გვარდიოლას აქებს.

“თუ სიტყვა “კომპიუტერი” სტივ ჯობსთან ასოცირდება, მაშინ სიტყვა “ფეხბურთი” – გვარდიოლასთან. ის გენიალური სპეციალისტია.

პეპი, თამაშამდე, ზუსტად გვიხსნიდა, რა მოხდებოდა მოედანზე. “რეალთან” 5:0 მოგებული შეხვედრის წინ, მან მითხრა: “ითამაშე ისე, თითქოს ბურთს ცეცხლი უკიდია. ის ნახევარი წამითაც კი არ შეინარჩუნო და მეტოქე შენზე პრესინგს ვერ განახორციელებს. ჩვენ კი ადვილად მოვიგებთ.” ამის შემდეგ, მოედანზე იმდენად თავდაჯერებულები გავედით, რომ გვეგონა, უკვე ვიგებდით.

გვარდიოლა პირველი მწვრთნელი იყო ჩემ ცხოვრებაში, რომელმაც უბურთოდ თამაში მასწავლა.” – აცხადებს ალვესი The Players Tribune-სთან საუბრისას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში