მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესი: “ბარსელონას” ჩემი მხარდაჭერა დააკლდება”

ალვესი: “ბარსელონას” ჩემი მხარდაჭერა დააკლდება”

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი “ბარსელონადან” მის წასვლაზე საუბრობს და ამაში კვლავ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ, გასულ ზაფხულში, ჩემ მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა. ასე ვიგრძენი მე და ამას აღარაფერი შეცვლის.

“იუვენტუსში” გადასვლამდე “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ მათ გუნდს დავაკლდებოდი. საუბარი არა როგორც ფეხბურთელზე, არამედ იმ ადამიანზე მქონდა, რომელიც გუნდის სულისკვეთებას მხარს უჭერს.

მათ დააკლდებათ მთელი ის სისხლი და ოფლი, რომელსაც “ბარსელონას” ფორმის ჩაცმის დროს ვღვრიდი ხოლმე.

1/4-ფინალის შემდეგ, ჩემ მეგობართან, ნეიმართან მივედი და მას ჩავეხუტე. ის ტიროდა და ტიროდა ჩემი ნაწილიც.” – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში