workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” სიმბოლური გუნდი მოგებული ესპანეთის თასების მიხედვით

“ბარსას” სიმბოლური გუნდი მოგებული ესპანეთის თასების მიხედვით

“ბარსელონას” შეგვიძლია ესპანეთის სამეფო თასის მეფე ვუწოდოთ. კატალონიურ კლუბს ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 29-ჯერ აქვს მოგებული, უახლოეს მდევარ “ბილბაოს” კი – 23-ჯერ.

“ბარსელონაში” ამჟამად თამაშობს 4 ფეხბურთელი, რომლებსაც კოპა დელ რეი ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული. თუ მოგებული ესპანეთის თასების რაოდენობით “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო თერთეტეულს შევადგენთ, მასში პიკე, ბუსკეტსი, ინიესტა და მესი მოხვდებიან. მათზე მეტჯერ ეს თასი მხოლოდ სეგარას აქვს მოგებული.

გთავაზობთ “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებს მოგებული ესპანეთის თასების რაოდენობის მიხედვით:

რამალიეტსი (5), პიკე (5), სეგარა (6), ბუსკეტსი (5), ტორალბა (5), სანჩო (5), ინიესტა (5), მესი (5), სამიტიერი (5), კუბალა (5), ალკანტარა (5).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward