workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ალკოიანო”-”ბარსელონა” – მატჩის განაცხადი

“ალკოიანო”-”ბარსელონა” – მატჩის განაცხადი

“ალკოიანოს” წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში წინა მატჩებისგან შედარებით რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. განაცხადში ვერ მოხვდნენე ძამბროტა (დისკვალიფიკაცია), ესკერო (ტრავმა) და ის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.

ამჯერად “ბარსელონას” განაცხადში მხოლოდ 16 ფეხბურთელი მოხვდა, რომელთა შორის არიან რაფაელ მარკესი, რომელმაც ექიმებისგან მიიღო თამაშის უფლება და მარკ კროსასი, რომელიც უკანასკნელად განაცხადში შოტლანდიაში, “რეინჯერსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხვდა.

მატჩის სრული განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ვალდესი, ხორკერა;

მცველები: ოლეგერი, მარკესი, ტურამი, აბიდალი, სილვინიო, პუიოლი;

ნახევარმცველები: ჩავი, ინიესტა, ტურე, გუდიონსენი, კროსასი;

თავდამსხმელები: ანრი, ჯოვანი, ბოიანი

თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე იწყება და მისი ყურება შესაძლებელი იქნება ამ მისამართზე (ლინკები მოგვიანებით განთავსდება)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward