workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზუბი:”მილიტო რჩება”

ზუბი:”მილიტო რჩება”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი ზუბისარეტამ განაცხადა, რომ არგენტინელი მცველი, გაბრიელ მილიტო გუნდში რჩება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არსად წასვლას არ აპირებს. პეპ გვარდიოლასთვის ეს კარგი ახალი ამბავია, რადგანაც მილიტომ ყველა გუნდი უარით გაისტუმრა და “ბლაუგრანაში” დარჩენა გადაწყვიტა: ” ის რჩება. მან ბევრი ფიქრის შემდეგ განაცხადა, რომ არსაც წასვლას არ აპირებს: “ჩვენ ყველა ძალიან გახარებულები ვართ, რადგანაც ჩვენი მიზანი მილიტოს კლუბში დარჩენა იყო,” განაცხადა ზუბისარეტამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა კლუბის წარმატებულ პირველ წრეზე: ” ეს მართლაც საუცხოოა, თუმცა ამას დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა.”

ზუბიმ ასევე ისაუბრა კონტრაქტების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით: ” ჩვენ ძალიან დატვირთული კვირა გვაქვს ამ მხრივ, ეს კი შედეგს გამოიღებს და ყველაფერი კარგად დასრულდება,” დაასრულა ზუბისარეტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში