მესი CIES-ის სიმბოლურ გუნდში

მესი CIES-ის სიმბოლურ გუნდში

საფეხბურთო სტატისტიკის მწარმოებელმა სააგენტომ, CIES Football Observatory-მ 2016/17 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ლეო მესი მოხვდა.

CIES Football Observatory-მა ფეხბურთელების შეფასება მათი პოზიციებისთვის საკვანძო მაჩვენებლების ანალიზის შედეგად გააკეთა. საბოლოოდ, ასეთი სიმბოლური ნაკრები მივიღეთ:

მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ბ. პერესი (“რომა”), მატს ჰუმელსი (“ბაიერნი”), ხავი მარტინესი (“ბაიერნი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”), ნაბი კეიტა (“ლაიპციგი”), პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), დრის მერტენსი (“ნაპოლი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”).

როგორც ხედავთ, ერთადერთი გუნდი, რომელსაც სიმბოლურ ნაკრებში ერთზე მეტი წარმომადგენელი (4) ჰყავს, მიუნხენის “ბაიერნია”.

კვლევის შედეგად, ყველაზე მეტი, 93.5 ქულა ლიონელ მესიმ მიიღო. მას მოსდევს დრის მერტენსი 91 ქულით. 90 ქულა აქვს ედინ ჯეკოს, რომელიც სიმბოლურ გუნდში საერთოდ ვერ მოხვდა, რადგან საკუთარ პოზიციაზე მე-2 ადგილზე გავიდა. 90-90 ქულა აქვთ კრიშტიანუ რონალდუსა და ტიაგო ალკანტარას.

რაც შეეხება “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებს: ტერ შტეგენი, 81.5 ქულით, მეკარეებში მე-5 ადგილზე გავიდა; ნეიმარ ჟუნიორმა 89 ქულა დააგროვა და გარემარბებში, მესისა და რონალდუს შემდეგ, ის მე-3 ადგილს იკავებს. ლუის სუარესმა კი, 85 ქულით, ცენტრალურ თავდამსხმელებში მე-8 ადგილი დაიკავა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • Guro messi
    17 მაი 2017, 09:38

    მაგარი ბანძი კამანდაა.რა დრის მერტენსი ხოარ აფრენთ.ალვესი?მარსელო?

  • Gerip3
    16 მაი 2017, 21:51

    ციტატა: lado-barca
    რა რონალდო ხოარ გაგიჟდნენ მაგ ვირთხამ თამაშგარე გოლები რო გაიტანა მაგიტო?!!! ღმერთი ყველაფერს ხედავს!!! სადაა ბუსკეცი ნეიმარი სუარეზი ინიესტა მესი ეხლა ყველგან ხვდება იასნა ლეოს საღოლ!!!


    აუუუულადოოოოოოო :დდდდ მაგარობავშვი ხარ ძაანნ :დდდ

  • RMA9
    16 მაი 2017, 21:37

    ციტატა: lado-barca
    რა რონალდო ხოარ გაგიჟდნენ მაგ ვირთხამ თამაშგარე გოლები რო გაიტანა მაგიტო?!!! ღმერთი ყველაფერს ხედავს!!! სადაა ბუსკეცი ნეიმარი სუარეზი ინიესტა მესი ეხლა ყველგან ხვდება იასნა ლეოს საღოლ!!!


    ღმერთი ყველაფერს ხედავს :დდდდდდდდ საღოლ!!!!!!!!!

  • KoCheQsa
    16 მაი 2017, 21:14

    რა რონალდო დაგვცინის ეს ხალხი ?? :/

  • lado-barca
    16 მაი 2017, 20:54

    რა რონალდო ხოარ გაგიჟდნენ მაგ ვირთხამ თამაშგარე გოლები რო გაიტანა მაგიტო?!!! ღმერთი ყველაფერს ხედავს!!! სადაა ბუსკეცი ნეიმარი სუარეზი ინიესტა მესი ეხლა ყველგან ხვდება იასნა ლეოს საღოლ!!!

  • ANRIBARCA
    16 მაი 2017, 16:11

    სუარესმა დაიკავა მე-8?????