“ლას პალმასსა” და “ბარსელონას” შორის კვირას გამართულმა შეხვედრამ, კატალონიურ კლუბს, შესაძლოა, სატრანსფერო გეგმები შეუცვალოს. ამის მიზეზი “ბარსა ბ”-ს ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, მარლონ სანტოსია.
ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა, ლა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ლუის ენრიკესა და რობერტ ფერნანდესის ქებაც დაიმსახურა. Sport-ის ცნობით, კლუბში განიხილავენ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, მარლონი, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონას” პირველი გუნდის პირველი “შენაძენი” გახდება. არაა გამორიცხული, ის პირველ გუნდში უკვე ამ ზაფხულში დაწინაურდეს.
თუ ასე მოხდა, მარლონი პირველი გუნდის 4 ცენტრალური მცველიდან ერთ-ერთი იქნება და ასეთ შემთხვევაში, კატალონიელებს ამ პოზიციაზე ფეხბურთელის ყიდვა აღარ დაჭირდებათ, რაც სხვა პოზიციების გაძლიერებას გააადვილებს.


