workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “ბარსელონადან” უკვე გაგდებული ვიქნებოდი”

გვარდიოლა: “ბარსელონადან” უკვე გაგდებული ვიქნებოდი”

“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი და მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” თავკაცობს, აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში, ინგლისისგან განსხვავებით, მას მეორე შანსს არ მისცემდნენ.

“ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, როდესაც “ბარსელონაში” მივედი. იმ დროს, თავის დასაცავად არაფერი მქონდა. “ბარსელონაში”, ან “ბაიერნში”, თუ 6 თვის შემდეგაც ვერ იგებ, გაგაგდებენ. ამ გუნდებში, მოგებაა საჭირო.

თუ ვერ იგებ, მეორე შანსს არ გაძლევენ. “მანჩესტერ სიტიში” მე-2 შანსი მომცეს და შევეცდებით, მოვიგოთ. ისეთი დიდი გუნდები, როგორიც “ბარსელონა” და “ბაიერნია”, აქამდე უკვე გამაგდებდნენ.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward