2016/17 სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობით “იუვენტუსი” 126 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ტურინული კლუბი ამ თანხის დახარჯვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს.
როგორც Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას, “იუვენტუსს” სამი სატრანსფერო მიზანი აქვს – “მილანის” მცველი, მატია დე შილიო, “ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრე გომეში და “ბაიერნის” ვინგერი, დუგლას კოშტა.



