“ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, კარლეს რეშაკმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ასეთ წარმატებას სხვა გუნდში ვერ მიაღწევდა.
“ვფიქრობ, მესი “ბარსელონას” გარეშე ასეთი ფეხბურთელი ვერ გახდებოდა.
დამთხვევაა, რომ დიდებული ფეხბურთელი დიდებული გუნდის ნაწილი გახდა. ლეო სხვა კლუბშიც შესანიშნავ მოთამაშედ ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ის მსოფლიოში საუკეთესო ვერ იქნებოდა. საკმარისია დავაკვირდეთ არგენტინის ნაკრებს, რომელიც მასზე არ არის აგებული.
მესი “ბარსელონაა”. ეს წყვილი დღითი დღე უფრო დიდებული ხდება. მათ შორის განსაკუთრებული კავშირია.“-ციტირებს რეშაკის სიტყვებს Marca.



