“ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა, რომელმაც კატალონიური დერბი ტრავმის გამო გამოტოვა, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში დაეხმარება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელმა ნახევარმცველმა კუნთის ტრავმა მოიშუშა და “ბლაუგრანას” სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო.
6 მაისს, “ბარსელონა” “ვილიარეალს” დაუპირისპირდება.



