“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუსთვის პრობლემას წარმოადგენს.
“რონალდუ ნამდვილი გოლეადორია. პორტუგალიელი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ, არსებობს ლიონელ მესი, რომელსაც ისტორიაში საუკეთესოდ მივიჩნევ.
სწორედ არგენტინელია კრიშტიანუს ერთადერთი პრობლემა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც საოცარი მოთამაშე და თავისი ეპოქის მნიშვნელოვანი ფიგურაა.”-ამბობს ჩავი.



