ხავიერ მასკერანომ, რომელმაც გუშინ “ბარსელონას” მაისურით პირველი გოლი გაიტანა, “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“თერთმეტმეტრიანის დარტყმა არ მსურდა, მაგრამ გულშემატკივრებისა და პარტნიორების ზეწოლამ მისი შესრულება მაიძულა. საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ თანაგუნდელებს უარი ვერ ვუთხარი.”-ციტირებს მასკერანოს სიტყვებს “ბარსას” ოფიციალური საიტი.
გუშინ, “ბარსელონამ” “ოსასუნა” 7:1 დაამარცხა.