მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-100 გოლი გაიტანა

“ბარსელონამ” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-100 გოლი გაიტანა

“ბარსელონამ” ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში “ოსასუნა” გაანადგურა, ანგარიშით 7:1. შეხვედრის 65-ე წუთზე დენის სუარესი მეტოქის საჯარიმოში დაეცა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ხავიერ მასკერანომ ზუსტად შეასრულა.

ეს, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” მე-100 გოლი აღმოჩნდა, მატჩის მიწურულს კი კატალონიელებმა კვლავ გაიტანეს (101). ამ მაჩვენებლით მადრიდის “რეალი” “ბლაუგრანას” საგრძნობლად ჩამორჩება.

საინტერესოა, რომ მასკერანოს “ბარსელონას” მაისურით პირველი გოლის გასატანად 319 მატჩი დასჭირდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში