workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბლექბერნს” ვიქტორ ვასკესი სურს

“ბლექბერნს” ვიქტორ ვასკესი სურს

ინგლისის პრემიერ–ლიგა “ბარსელონას” აღზრდილ ფეხბურთელებზე ნადირობს. პირველი ხმაურიანი ტრანსფერი სესკ ფაბრეგასი იყო. პრემიერ – ლიგა კვლავ ინტერესდება “ბარსელონას” ტალანტებით. “არსენალის””შემცვლელი” “ბლექბერნია”, რომელიც თავიდან რუბენ როჩინათი და ორიოლ რომეუთი ინტერესდებოდა, მაგრამ ეს ტრანსფერი ვერ გაჩარხა. ჯერი ვიქტორ ვასკესზე მიდგა, რომელიც 23 წლისაა და ჯერ კიდევ “ბარსელონა ბ” – ში თამაშობს. 

მან ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სადებიუტო მატჩი ითამაშა “რუბინის” წინააღმდეგ და გოლის გატანაც მოახერხა. ვასკესზე დიდ იმედებს ამყარებენ მეორე გუნდში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ იგი უკვე იმ წლისაა, რომ უკვე პირველ გუნდში უნდა იმკვიდრებდეს ადგილს. მაგრამ ეს ასე არ ხდება, სატრანსფერო თანხა, რომელსაც “ბლექბერნი” კატალონიურ კლუბს თავაზობს ჯერ – ჯერობით უცნობია.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში