“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, რომარიომ ნეიმარ და სილვას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ნეიმარს “ოქროს ბურთს” გადავცემდი, მისი დრო დგება. ბრაზილიის ნაკრებში ის შესანიშნავად ასპარეზობს.
ეროვნულ გუნდში ნეიმარი ისე გამოდის, როგორც “ბარსელონაში”. ვფიქრობ, ბრაზილიელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების პოტენციალი აქვს.”-განაცხადა რომარიომ.


