ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო თავის თავს არგენტინელ გამოჩენილ ფეხბურთელებს, ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას ადარებს.
“მარადონა მესის აღემატება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც მან ეროვნულ გუნდში გააკეთა. თუმცა, მიუხედავად მათდამი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ მე მათზე ძლიერი ვიყავი”, – რომარიოს ამ სიტყვებს კატალონიური Sport ავრცელებს.


