მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი” 2:3 “ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

“რეალი” 2:3 “ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში, მადრიდის “რეალი” “ბარსელონასთან” დამარცხდა, ანგარიშით 2:3. გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის საინტერესო ფაქტებს.

– ტერ შტეგენმა “რეალის” წინააღმდეგ 12 სეივი გააკეთა, რაც 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგია.

– “ელ კლასიკოში” გაფორმებული დუბლების რაოდენობით მესი ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა (5).

– მესიმ “ბარსელონას” მაისურით მე-500 გოლი გაიტანა და მე-8 ფეხბურთელია, ვინც ერთი კლუბის შემადგენლობაში ასეთი შედეგი დააფიქსირა.

– “ბარსელონას” ბოლო 4 მწვრთნელი (ფრანკ რაიკაარდი, ხოსეპ გვარდიოლა, ტიტო ვილანოვა, ტატა მარტინო) უკანასკნელ “ელ კლასიკოში” დამარცხდა. ლუის ენრიკემ მათ წარუმატებელ სვლას წერტილი დაუსვა.

– სერხი რობერტომ “ბარსელონას” მაისურით 150-ე შეხვედრა ჩაატარა.

– “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონამ” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პირველად მოიგო.

– სერხიო რამოსმა “ელ კლასიკოში” მე-5 წითელი ბარათი მიიღო, რაც დაპირისპირების რეკორდია.

– მესიმ 6-მატჩანი მშრალი სერია შეწყვიტა “რეალის” წინააღმდეგ.

– ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში “რეალის” კარი მესიმ 16-ჯერ აიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

– “ბარსელონამ” ზედიზედ 23-ე “ელ კლასიკოში” გაიტანა და ამით “რეალის” მრავალწლიანი რეკორდი დაამხო.

– მესიმ “რეალს” 23 გოლი გაუტანა და მას ტელმო სარას რეკორდამდე 1 ნაბიჯი აშორებს, რომელმაც “სამეფო კლუბის” კარი 24-ჯერ აიღო.

– კაზემირო ჟულიო ბაპტისტას შემდეგ (2007) “რეალში” მოთამაშე პირველი ბრაზილიელია, რომელმაც ლა ლიგაში “ბარსელონას” კარი აიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში