“მილანისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რუდ გულიტმა ლიონელ მესიზე ისაუბრა, რომელმაც პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის მატჩში “რეალის” კარში დუბლი გაიფორმა.
“არასდროს ჩაარტყათ იდაყვი მესის. არ გააბრაზოთ არგენტინელი. ეს შესანიშნავი მომენტი იყო საიუბილეო მე-500 გოლის გატანისთვის.”-წერს გულიტი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
“ბარსელონამ” “რეალთან” მატჩის შემდეგ (3:2), ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.



