მოგეხსენებათ, რომ დღეს კატალონიის “ბარსელონამ” ძალიან დრამატულ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” დაამარცხა და საჩემპიონო ბრძლა კიდევ უფრო გაამძაფრა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დამრიგებელმა გარკვეული მიღწევა დააფიქსირა და “ბლაუგრანას” მწვრთნელების ცუდი სერია დაასრულა.
საქმე იმაშია, რომ კატალონიელთა ბოლო 4 მწვრთნელი (ფრანკ რაიკაარდი, ხოსეპ გვარდიოლა, ტიტო ვილანოვა, ტატა მარტინო) უკანასკნელ “ელ კლასიკოში” დამარცხდა, ასტურიელმა სპეციალისტმა კი ბოლო მატჩი შედეგიანო მოგებით დაასრულა, ამავდროულად, ეს ძალიანმნიშვნელოვანი იყო სატურნირო ცხრილის კუთხითაც.
ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ლუის ენრიკემ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ზედიზედ 2-ჯერ მოიპოვა გამარჯვება (4:0, 3:2), ბოლოს ეს პეპ გვარდიოლამ მოახერხა.