workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ვილია–ასტურიის წლის სპორტსმენი

დავიდ ვილია–ასტურიის წლის სპორტსმენი

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი, დავიდ ვილია მშობლიური ასტურიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. იგი შარშანდელი სეზონის მიხედვით სცნეს საუკეთესოდ. ამასთან დაკავშირებიტ ვილიამ კომენტარი გააკეთა. “ელ გუახე” მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მას მისცა ხმა. დავიდმა ეს გამარჯვება ესპანეთის ნაკრებში მის დამრიგებელს, ვისენტე დელ ბოსკეს მიუძღვნა:

” მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ პრიზის მიღებით. ძალიან გახარებული ვარ, რომ მე ამ ხალხმა დამაფასა. მე ამ გამარჯვებას ვისენტე დელ ბოსკეს ვუძღვნი. ის საუკეთესო მწვრთნელია და ამავდროულად საუკეთესო ადამიანი.”

ცნობისთვის დელ ბოსკემ “ტროფეო რეი პელაიო” მოიგო, ხოლო წლის საუკეთესო ასტურიის სპორტსმენისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე ხუან მატა გავიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში