workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ორიე “ბარსელონასა” და “მანჩესტერის” რადარზე

ორიე “ბარსელონასა” და “მანჩესტერის” რადარზე

L’Equipe-ს ინფორმაციით, პსჟ-ს მცველი, სერჟ ორიე “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოხვდა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში კატალონიელები ფრანგულ კლუბთან 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების პროცესს დაიწყებენ.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი კონკურენტი ორიესთვის ბრძოლაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცველთან შეთანხმებას მიაღწია.

ორიემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 19 მატჩი ჩაატარა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward