“ბარსელონას” მცველმა, ჟერემი მატიემ ტრავმის გამო კატალონიური გუნდის სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგმა მარცხენა ფეხის აქილევსის მყესი დაიზიანა.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ მატიემ, შესაძლოა, 23 აპრილს გასამართი “ელ კლასიკო” გამოტოვოს.



