workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილიტო ახლოსაა ”მალაგაში” გადასვლასთან

მილიტო ახლოსაა ”მალაგაში” გადასვლასთან

გაბი მილიტო აწარმოებს საკონტრაქტო პირობების გარკვევას, რომლის მიხედვითაც ”მალაგაში” ის 2013 წლის ივნისამდე დარჩება.

არგენტინელი მცველის მომავალი თითქმის გარკვეულია. ერთის მხრივ დიეგო მილიტოს მისი ძმის ხილვა ”ინტერში” სურს. საინტერესოა, რომ ”სარაგოსაში” ასპარეზობისას გაბრიელი არაერთხელ უხმობდა ძმას თავისთან, საბოლოოდ ისინი ერთ გუნდში გამოდიოდნენ. თუმცა მილანური კლუბი არ გეგმავს გაბის შეძენას, ამიტომ დღეისათვის ყველაზე მეტად შესაძლებელი გაბრიელის ”მალაგაში” გადასვლაა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არგენტინელი მოწადინებულია, რომ სწრაფად მოგვარდეს კონტრაქტის საკითხები და შეუდგეს ვარჯიშს, რათა კოპა ამერიკას ფორმაში შეხვდეს. ასევე ჩქარობს ”მალაგა”, რომელმაც უკვე შეიძინა დემიჩელესი და ”ბარსელონას” ხელმძღვანელობისგან მიიღო ნებართვა მილიტოსთან მოლაპარაკებების დასაწყებად. მოსალოდნელია, რომ ყველაფერი კვირის მატჩის შემდეგ გაირკვევა, როცა ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ”მალაგა” გავა.

გეგმა ბ
თავის მხრივ სანამ ფეხბურთელი ”მალაგაში” არ გადასულა არაოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება, რომ მილიტოს ხილვა საკუთარ რიგებში იტალიურ კლუბებს სურთ. არგენტინელით დაინტერესებულ ”ჯენოას” ”ნაპოლიც” შეუერთდა, სწორედ ეს გუნდები განიხილებიან სათადარიგო ვარიანტებათ. აღსანიშნია ისიც, რომ ფეხბურთელით ”სარაგოსაც” იყო დაინტერესებული, თუმცა მილიტოს იქ დაბრუნება ფინანსური საკითხების გამო გამოირიცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward