23 აპრილს “ბარსელონას” მძიმე დაპირისპირება ელის. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი კატალონიური კლუბის წინააღმდეგ მეტყველებს.
დავიწყოთ იმით, რომ შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება, “რეალის” საშინაო არენას კი კატალონიური კლუბი უარყოფითი განწყობით ეწვევა, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ამ ყველაფერთად ერთად, წაგების შემთხვევაში “სამეფო კლუბს” პირველი ადგილის შენარჩუნების შანსი მაინც ექნება.
აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი “რეალს” ზედიზედ 6 მატჩში ვერ უტანს. 2014 წელს არგენტინელმა “ელ კლასიკოში” ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, მას შემდეგ კი მადრიდული კლუბის კარის აღებას ვერ ახერხებს.



