“ბარსელონას” ნახევარმცველი, არდა თურანი, შესაძლოა, ლონდონის “არსენალში” გადავიდეს, იტყობინება CNN Turk.
“მეთოფეები” მზად არიან თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. სავარაუდოა, რომ თურანი ლონდონელთა შემადგენლობაში მესუთ იოზილს შეცვლის, რომელმაც, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვოს.
არდა “ბარსელონაში” 2015 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე ლა ლიგის გათამაშებაში მან 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 3 შედეგიანი გადაცემა.


