workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
Diario Gol: ინიესტა “ბარსელონას” დატოვებასთან ახლოსაა

Diario Gol: ინიესტა “ბარსელონას” დატოვებასთან ახლოსაა

“ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა კატალონიური კლუბის დატოვებასთან ახლოსაა, სადაც მან 15 წელი გაატარა.

Diario Gol-ის ინფორმაციით, წარუმატებელი სეზონი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემადგენლობაში სერიოზული ცვლილების მიზეზი გახდება. იმ მოთამაშეების გარდა, რომლებმაც “ბარსელონაში” თავი ვერ დაიმკვიდრეს, რეპრესიის ქვეშ, შესაძლოა, კაპიტანიც მოხვდეს, რომლის კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში იწურება.

იმის გათვალისწინებით, რომ ვეტერანი ანაზღაურებისა და სათამაშო პრაქტიკის შემცირების წინააღმდეგია, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა, შესაძლოა, ინიესტას გაშვება გადაწყვიტონ.

ანდრესი კარიერას სავარაუდოდ “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს, სადაც “ბარსელონას” ყოფილი თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა მოღვაწეობს. არ გამოირიცხება აშშ-სა და აზიის ვარიანტებიც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward