“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა, იტყობინება Sport.
წყაროს თანახმად, ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩის დასრულების შემდეგ არგენტინელი ფეხბურთელი ამის შესახებ ლუის სუარესს ესაუბრა. კატალონიელებმა ანგარიშით, 3:2 გაიმარჯვეს, თავად მესი კი დუბლისა და შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.
მოცემულ მომენტში, “ბარსელონა” 72 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. ისინი ლიდერ მადრიდის “რეალს” 3 ქულით ჩამორჩებიან. ამასთანავე, “სამეფო კლუბს” 1 შეხვედრა აქვს თადარიგში.



