გუშინ “ბარსელონამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა, “ბარსელონა” უკვე 27 შეხვედრაა არ აგებს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, ასეთივე შედეგი დაფიქსირებული აქვს 73/74 წლებში კრუიფისეულ “ბარსელონას”. 73/74 წლების სეზონში “ბარსელონას” რინუს მიხელსი წვრთნიდა. გუნდში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ კრუიფი, რექსაჩი, ასენსი, სოტილი, სადუნრი, რაიფი, ტორესი, კოსტასი, დელაკრუსი და ხუან კარლოსი.
“ბარსელონამ” ბოლო მარცხი ოფიციალურ შეხვედრებში 11 სექტემბერს იწვნია “ერკულესთან” “კამპ ნოუზე” 0:2. მათ 16 მატჩი ითამაშეს ლა ლიგაში ამის შემდეგ, 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 4იც თასზე. ლა ლიგაში 15 გამარჯვება 1 ფრე, ჩემპიონთა ლიგაზე 4 მოგება 2 ფრე, თასზე 2 მოგება 2 ფრე.