ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 მარტს მოხდა.

თამაშები

3 მარტს “ბარსელონას” 22 -ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 15 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1900 წელი

“ბარსელონამ” პირველი ფოტოსურათი გადაიღო.

1913 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე (1939-43) და მწვრთნელი (1961) ლუის მირო. ფეხბურთელობის დროს “ბლაუგრანას” მაისურით მან 65 თამაში ჩაატარა.

1946 წელი

“ლეს კორტსზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდისესარის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

1957 წელი

“ბარსელონამ” მადრიდში “რეალ მადრიდთან” 0-1 წააგო.

1979 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე (2003-2009) ალბერ ჟორკერა. კატალონიურ კლუბში მან 30 თამაში ჩაატარა.

1980 წელი

კლუბის წევრების ისტორიულ ასამბლეაზე დელეგატები შეთანხმდნენ, რომ “კამპ ნოუზე” ტევადობა 110 901 გულშემატკივრამდე გაეზარდათ.

2001 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული “ელ კლასიკო” 2-2 დასრულდა. გუნდებიდან 2-2 გოლი რაულმა და რივალდომ გაიტანეს.

2005 წელი

გარდაიცვალა “ტოტალური ფეხბურთის” ფუძემდებელი, “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1971-75, 1976-78) რინუს მიხელსი.

2016 წელი

“ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანო” 5-1 გაანადგურა და ყველა ტურნირზე ზედიზედ 35-ე წაუგებელი თამაში ჩაატარა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • ბასქუ10
    03 მარ 2021, 14:24

    იმედია დღესეც შეემატება მორიგი მოგება და თან ძალიან მნიშვნელოვანი

  • El pistolero 9
    03 მარ 2021, 13:14

    ჩემი აზრით ნეტუს გაყიდვა და პენიად დაწინაურება არ იქნებიდა ურიგო.თან პენია პენალტების მასტერია როგორც ვიცი.ფინანსურ სარგებელს ნახავს გუნდი რაც მთავარია

  • nika 54
    03 მარ 2021, 12:40

    1900 წელი
    "ბარსელონამ" პირველი ფოტოსურათი გადაიღო.
    სადაა ახლა ეს ფოტო, ძალიან საინტერესო იქნებოდა ნახვა.

  • Bobi
    03 მარ 2021, 12:25

    წაგებული კლასიკოები ნერვებს მიშლის ხოლმე 😁💙❤️

  • Always cule
    03 მარ 2021, 11:01

    ძალიან საინტერესო რუბრიკაა

  • C.PC5
    03 მარ 2021, 10:59

    მიხელსისგან მომდინარეობდა იმ დიდებული ფეხბურთის პირველი იდეა❤️