“ატლეტიკის” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მომევნო ეტაპის საგზური ჯერ არ გაუნაღდებია. როგორც იცით, პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა “ბარსელონას” წინააღმდეგ, ტურინულმა კლუბმა ანგარიშით 3:0 მოიგო.
“თუ დაფიქსირებულ შედეგს მაყურებლის თვალით შევხედავთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იტალიელებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. რეალურად, “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გავიდა გუნდი მომდევნო ეტაპზე 0:4 წაგების შემდეგ.“-ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Mundo Deportivo.
განმეორებითი შეხვედრა “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის 19 აპრილს შედგება.



