“იუვენტუსის” მცველი, ჯორჯო კიელინი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში, “კამპ ნოუზე” სასურველ შედეგს დააფიქსირებს.
“კამპ ნოუზე” გასამართი შეხვედრა მნიშვნელოვანი შემოწმება იქნება. პირველი მატჩის წინ ვერავინ ისურვებდა იმაზე უკეთეს შედეგს, რაც ვაჩვენეთ.
ვიცით, რომ “ბარსელონა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ასეთი დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია, მაგრამ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც პირველ მატჩში, “ქამბექი” ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლებელი იქნება.“-ციტირებს 32 წლის მოთამაშის სიტყვებს Football Italia.


