workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტამ რაიოლასთან დე ლიხტის ტრანსფერზეც ისაუბრა

ლაპორტამ რაიოლასთან დე ლიხტის ტრანსფერზეც ისაუბრა

El Chiringuito-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტამ მინო რაიოლასთან შეხვედრისას ერლინგ ჰოლანდის გარდა, მატიას დე ლიხტის ტრანსფერზეც ისაუბრა.

კლუბის ახალ პრეზიდენტს რონალდ კუმანისათვის 2 ახალი ცენტრალური მცველის შეძენა სურს. კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტის არასტაბილური თამაშის ფონზე კი ერიკ გარსიას მეწყვილედ, ჟოანს დე ლიხტი სურს.

ნიდერლანდელის ტრანსფერს რონალდ კუმანის მწვრთნელის რანგში ყოფნაც უწყობს ხელს, თუმცა მის შესაძენად სატრანსფერო თანხის მობილიზება “ბარსასთვის” რთული უნდა იყოს. ასევე ძნელი იქნება მატიასის “იუვენტუსიდან” გამოსყიდვა. ჯორჯო კიელინი სეზონის ბოლოს “ბებერ ქალბატონს” ტოვებს, შესაბამისად, დე ლიხტი “ბიანკონერის” ძირითადის მცველი ერთპიროვნულად გახდება.

ნიდერლანდელი მცველის შეძენა “ბარსელონას” 2019 წელსაც სურდა, თუმცა დელიხტმა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ტურინული გრანდი აირჩია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2021, 17:36

    ციტატა: me da barca
    ეს სურათი რაღაცას მაგონებს.


    ალბათ ჩიპოლინოს.

    ამის ეხლა მომყვანები არ არიან და რეალურ საქმეს მოჰკიდონ ხელი. ანუ ჰოლანდი. მე მგონი ეგ და დემბელე ცენტრის ხაზზე რო დადგნენ გაქცევებში ტოლი არ ეყოლებათ.

  • me da barca
    schedule 03 აპრ 2021, 12:59

    ეს სურათი რაღაცას მაგონებს.

  • Anssumane
    schedule 03 აპრ 2021, 10:13

    ჩემი აზრით რაიოლას კლიენტები არცერთი არ უნდა მოიყვანო ასევე მიმაჩნია რო ჰოლანდი უფრო რეალის სტილის იგროკია ჩვენი სტილის კი არის მბაპე და ლაპორტამ ამაზე იჩალიჩოს ჯობია თან შეიხებმა დააკლეს ფასიო ამბობენ

  • El pistolero 9
    schedule 03 აპრ 2021, 01:49

    Don_Andresito,
    კი ცაცია გვინდა ვინმე.ლენგლე და უმტიტი გასაყრელები არიან

  • Don_Andresito
    schedule 03 აპრ 2021, 00:17

    ჯერ თავზე რა უკეთია? :დდდ მარტო ამიტო არ უნდა იყიდო. მერე ყველა არაუხო დე ლიხტიოს დუოზე საუბრობთ და პირველად მეც გავიფიქრე ცუდი არ იქნებოდა თქო, ორივე ახალგაზრდა, ორივე ჯანზე. მარა ორივე მარჯვენა, სუსტი ცაციით. მარცხენა ცენტრალურ მცველად არც ერთი ვარგა. დე ლ8ხტს რო მოუწია იუვეში ბონუჩის პარობა პირველ წელს და მარცხნივ დადგომა ცაცია კიელინის ადგილზე იმდენჯერ შეცდა პოზიციურად, ბურთის ამოტანისას თუ ელემენტარულ სიტუაციებში სკამზე გაახმობდნენ რო არა ტრავმები კიელინის და მერე დემირალს. არაუხოც ვერ თამაშობს მარცხენა ფეხით. ამიტო გვინდა ცაცია მცველი არაუხოს პარტნიორად. პაუ ტორესი, შკრინიარი რომანიოლი ბასტონი ან ვინმე. ბოტმანს დააკვირდით ლილში, აიაქსის პროდუქტი, 20 წლის, 195 სმ. ცაცია. ტოპ მცველი დადგება და ჰოლანდიელია თან. კუმანს რატო ძინავს

  • El pistolero 9
    schedule 02 აპრ 2021, 23:56

    ალაბა მოიყვანონ.ამის მოყვანის ფული თუ აქვთ ალაბას გადმოყვანა რაღა იქნება

  • Always cule
    schedule 02 აპრ 2021, 23:14

    ძვირი დაჯდება და არამგონია მოვახერხოთ, არადა წარმოიდგინეთ დე ლიხტი-არაუხო რა დუეტი იქნებაა

  • M10 S9 D11
    schedule 02 აპრ 2021, 22:55

    უუუჰ რა დუო იქნებოდა დე ლიხტი არაუხო უუუჰ

  • BEQA BARCA
    schedule 02 აპრ 2021, 22:49

    თავის დროზე უნდა გადმოსულიყო და ლანგლეს არ ააყენებდა სკამიდან. ეხლა მინგესა არაუხო ეს დუეტი უნდა მოიცოდოს ჩემი აზრით!!💜❤

  • Erekle
    schedule 02 აპრ 2021, 22:35

    დელიხტი არაუხოო უფ რქიქნება🥰🥰