“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალსიტებს მოლოდინი გაუზიარა. ესპანური გრანდი დღეს, ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.
“მას შემდეგ რაც “იუვენტუსს” ბერლინში შევხვდით, “ბარსელონა” დიდად არ შეცვლილა, მეტოქის შემადგენლობა კი რადიკალურად გარდაისახა. ახლა მათ ჰყავთ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც იგუაინი, მანჯუკიჩი, ალვესი და დიბალა არიან.
მოედნის ცენტრში “ბებერ ქალბატონს” აღარ ჰყავს პოგბა, ვიდალი და პირლო. “იუვენტუსთან” ბრძოლის სირთულე მათ სტილში კი არა დაცვაშია, მაგრამ “ბარსელნას” ყველაფერი აქვს წარმატებისთვის, ენრიკე კი ტაქტიკურად განსწავლულია.”-ციტირებს ჩავის Marca.


