“ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” განაპირა მცველზე დაკვირვებას განაგრძობს. კატალონიური კლუბი ბრაზილიელი დანი ალვესის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელმაც კლუბი გასულ წელს დატოვა.
ესპანური მედია იტყობინება, რომ “ბლაუგრანამ” ექტორ ბელერინის ტრანსფერში, შესაძლოა, თავისი ნახევარმცველი, არდა თურანი ჩართოს.
მედია აგრეთვე წერს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” “ვალენსიას” მცველის, ჟოაუ კანსელუს ვარიანტსაც განიხილავენ.


