workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პუიოლმა, რონალდინიომ და მესიმ FIFPRO-ს პრიზი მიიღეს

პუიოლმა, რონალდინიომ და მესიმ FIFPRO-ს პრიზი მიიღეს

ხუთშაბათს კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა – პუიოლმა, რონალდინიომ და მესიმ, მიიღეს FIFPRO-ს პრიზები, როგორც 2006-07 წლების სეზონის World Eleven-ის სიმბოლური ნაკრების წევრებმა. ფეხბურთელების დაჯილდოვების ცერემონია “ნოუ კამპის” საკონფერენციო დარბაზში შედგა.

57000-ზე მეტმა ფეხბურთელმა აირჩია მესი, რონალდინიო და პუიოლი ამ სიმბოლური ნაკრების წევრებად, გამოკითხვა კი პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციამ ჩაატარა. დაჯილდოვების ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ კლუბის დირექტორი ალბერტ პერინი, FIFPRO_ს გენერალური მდივანი თეო ვან სეგელენი, ასევე ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალური მდივანი ალბერტო ლოპესი.

აღნიშნულ ჯილდოზე კატალონიურ კლუბს ყველაზე მეტი, 10 პრედენდენტი ჰყავდა წარდგენილი: პუიოლი, რონალდინიო, მესი, აბიდალი, ძამბროტა, დეკუ, ინიესტა, ჩავი, ეტო’ო, ანრი.

რაც შეეხება მთლიან სიმბოლურ ნაკრებს, იგი ასე გამოიყურება:

ბუფონი (იუვენტუსი) – ტერი (ჩელსი), კანავარო (რეალი), პუიოლი (ბარსელონა), ნესტა (მილანი) – კრიშტიანო რონალდუ (მანჩესტერი), ჯერარდი (ლივერპული), კაკა (მილანი) – მესი (ბარსელონა), დროგბა (ჩელსი), რონალდინიო (ბარსელონა)

“მილანის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, კაკა კი დაასახელეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.

წყარო: www.barcamania.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • BEQA BARCA
    schedule 14 ნოე 2019, 20:19
    #1

    პუი მესიი რონალდინჰო…. აბა რაააა…..