“მილანის” ვიცე პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლებთან ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ პროცესის დეტალების გახმაურებაზე მან უარი განაცხადა.
“დიახ, “ბარსელონასთან” დეულოფეუს საკითხი განვიხილე, მაგრამ არ ვაპირებ დეტალების გახმაურებას. მოცემულ მომენტში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბარი არ შემიძლია, რადგან არ ვიცი, ივნისში ფეხბურთელებს გავიფორმებთ თუ არა.” – განაცხადა გალიანიმ.
მედიამ დაწერა, რომ “ბარსელონა” დეულოფეუს დაბრუნებას გეგმავს.


