“ბარსელონა” “მილანის” ფეხბურთელის, ხერარდ დეულოფეუს სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება.
კატალონიელთა ორი სკაუტი “მილანისა” და “პალერმოს” დაპირისპირებას დაესწრნენ, რათა ესპანელი ფეხბურთელის თამაშს დაკვირვებოდნენ, იტყობინება AS. მილანელებმა მეტოქე საკუთარ სტადიონზე 4:0 გაანადგურეს, 70-ე წუთზე, მეოთხე გატანილი გოლის ავტორი კი დეულოფეუ გახდა.
შეგახსენებთ, რომ დეულოფეუ “ევერტონის” საკუთრებაში იმყოფება და “მილანში” იჯარის წესებით თამაშობს. “ბარსელონა” კი მის დაბრუნებაზე სერიოზულად დაფიქრდა, რაც 12 მილიონი ევრო დაუჯდებათ.



