მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “გული მწყდება, რომ შანსი ხელიდან გავუშვით”

ინიესტა: “გული მწყდება, რომ შანსი ხელიდან გავუშვით”

“ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა დამწუხრებულია იმით, რომ ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩში კატალონიურმა კლუბმა “რეალის” ჩავარდნით ვერ ისარგებლა. მადრიდული დერბი ფრედ 1:1 დასრულდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი “ბლაუგრანა” “მალაგასთან” დამარცხდა, ანგარიშით 0:2.

“გული მწყდება, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნების კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. ვიმედოვნებ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება, მაგრამ ახლა ჩვენი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა, რაზეც სატურნირო ცხრილი მეტყველებს.

კარგი მატჩი ჩავატარეთ, საფინალო სასტვენამდე ვიბრძოდით, მაგრამ ზოგჯერ შენი ძალისხმევა უბრალოდ საკმარისი არ არის. არბიტრებზე საუბარი არაფერს არ წყვეტს. სერიოზულ მატჩში რამდენიმე წამში სწორი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის.”-ამბობს ინიესტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში