“ბარსელონა” – “ბეტისი” ისტორიული დაპირისპირება

“ბარსელონა” – “ბეტისი” ისტორიული დაპირისპირება

1997 წელი, 28 ივნისი, ეს ის თარიღია, როდესაც კატალონიის “ბარსელონა” და “რეალ ბეტისი” ერთმანეთს ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ. ამ დღეს ასევე მოხდა ორი მნიშვნელოვანი ფექტი. პირველი იყო ის, რომ კოპა დელ რეის ფინალში, მონაწილეობა მიიღო “ბლაუგრანას” ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ. მეორე – ამ თამაშის შემდეგ, “მადრიდის რეალის” ამჟამინდელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ “ბარსელონა” მის გულში ყოველთვის იქნებოდა.

ფინალური მატჩი გაიმართა მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, დაპირისპირება იყო საკმაოდ დაძაბული, რომელიც შემდეგ ლუშ ფიგუს ბენეფისად იქცა. მან ალფონსოს გოლს ზუსტი გამოზომილი დარტყმით უპასუხა ტაიმის ბოლოს. 82-ე წუთზე “ბეტისის” ფეხბურთელმა ფინიდიმ გუნდი წინ გაიყვანა, მაგრამ მატჩის დამთავრებიდან 5 წუთით ადრე პიციმ ანგარიშის გათანაბრება შესძლო (2:2). ძირითადი დრო ამ ანგარიშით დამთავრდა, ხოლო 115-ე წუთზე ფიგუმ კვლავ გამოიჩინა თავი და გამარჯვების გოლი გაიტანა “ბეტისის” კარში.

მატჩის მიმოხილვა
[media=http://www.youtube.com/watch?v=I1YsiyR4wC0]

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward