მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის პრევიუ: “მალაგა” – “ბარსელონა”

მატჩის პრევიუ: “მალაგა” – “ბარსელონა”

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, “ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში, “მალაგას” დაუპირისპირდება. მთავარი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო იქნება.

“მალაგასთან” მატჩისთვის გუნდის განაცხადი ასეთია: ტერ შტეგენი, სილესენი, სერხიო, დენისი, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, პაკო, ალბა, დინი, რობერტო, ანდრე გომეში, უმტიტი, მატიე, ალენია, და კარბონელი.

ჟერარ პიკე და რაკიტიჩი გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარებიან. რაფინია, არდა და ალეიში ლაზარეთში იმყოფებიან, მასიპი კი განაცხადში მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა.

31-ე ტურის შაბათის პროგრამას “მალაგასა” და “ბარსელონას” დაპირისპირება დახურავს. შეხვედრა დაიწყება მაშინ, როცა მადრიდული დერბის საბოლოო შედეგი უკვე ცნობილი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოქმედი ჩემპიონი მოედანზე მხოლოდ 3 ქულის მოპოვების მიზნით გამოვა.

“მალაგა” ჩავარდნის გამო გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მე-18 ადგილოსანსა და ანდალუსიელებს შორის სხვაობა 8 ქულაა, მიჩელის კოლექტივს ჩემპიონატის დასრულებამდე დაუღალავად მოუწევს ბრძოლა.

“ლა როსალედაზე” გუნდი სათანადოდ ვერ გამოიყუება. ანდალუსიელთა საშინაო არენაზე სამი ქულის მოპოვება არამხოლოდ “ატლეტიკომ”, არამედ “ბეტისმა” და “ალავესმაც” შეძლეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ამ წარუმატებელ სვლას “ბარსელონასთან” შეწყვეტენ.

კატალონიელები “მალაგას” ორმაგი მოტივაციით ეწვევიან. ლუის ენრიკეს გუნდი მადრიდის “რეალთან” ბრძოლას განაგრძობს და გადამწყვეტ ფაზაში ქულების დაკარგვა უბრალოდ დაუშვებელია.

პირველ წრეში, როცა “მალაგას” სათავეში ხუანდე რამოსი ედგა, ამ ორი გუნდის შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. “ლა როსალედაზე”, “ბარსელონასა” და ანდალუსიურ კლუბს შორის გამართული ბოლო 11 მატჩიდან, 9 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.

დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული შეიძლება გახდეს ლუის სუარესისთვისაც, რომელმაც ლა ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს გაუტანა “მალაგას” გარდა.

“ბარსელონა” მალაგაში 2003 წლის დეკემბრის შემდეგ არ დამარცხებულა. ბოლო 3 მატჩში კატალონიელებმა 11 გოლის გატანა შეძლეს. ანდალუსიელებმა უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. სტატისტიკური მაჩვენებლები “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სასარგებლოდ მეტყველებენ.

ლუის ენრიკე მატჩის წინ

“მალაგას” ახალი თავკაცი ჰყავს. მიჩელს გუნდთან სამუშაოდ საკმარისი დრო არ ჰქონია, მაგრამ ხიხონში კოლექტივმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

“მალაგასთან” მატჩებში ყოველთვის გვიჭირდა. ვნახავთ, გავაგრძელებთ თუ არა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. სამი ქულის დაკარგვა დავალებას გაგვირთულებს. თუ ვერ გავიმარჯვებთ, ძალიან გაგვიჭირდება ტიტულის დაცვა.”

სავარაუდო შემადგენლობები

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში