მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: “პსჟ-სთან მატჩში უნსუე მევედრებოდა, რომ საჯარიმოში დავრჩენილიყავი”

ტერ შტეგენი: “პსჟ-სთან მატჩში უნსუე მევედრებოდა, რომ საჯარიმოში დავრჩენილიყავი”

“პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიწურულს, როცა ანგარიში 5:1 იყო, “ბარსელონას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოულოდნელად, მეტოქის საჯარიმოსთან აღმოჩნდა.

ამ დაუვიწყარი “ქამბექის” შემდეგ დაახლოებით 1 თვე გავიდა, მაგრამ საზოგადოების ნაწილისთვის დღემდე დაუჯერებელია, რომ კატალონიურმა კლუბმა ეს შეძლო. თითოეულ ქომაგს აკავშირებს მოგონებები ამ საოცარ შეხვედრასთან.

“La Vanguardia”-სთან ინტერვიუში გერმანელმა თქვა, რომ სუარესი დაიბნა, როცა ტერ შტეგენი პსჟ-ს საჯარიმოსთან ახლოს დაინახა, ლუის ენრიკეს ასისტენტი, ხუან კარლოს უნსუე კი მას ევედრებოდა უკან დაბრუნებულიყო.

— არ ვიცოდი, იქ რას ვაკეთებდი. კარისგან მოშორებით ყოფნა ჩემ სათამაშო პოზიციას არ შეეფერება.

— უნსუე ყვიროდა: “არა, არა, არა, არა, დარჩი, დარჩი”, მაგრამ ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა. მაშინ სუარესმა მკითხა: “აქ რას აკეთებ”?.

— ერთი წუთი დარჩა, ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, ასეთი რამ იშვიათად ხდება – ვუპასუხე მე.

საბოლოოდ, უკანასკნელ წამებში სერჟი რობერტომ მე-6 გოლი გაიტანა და “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური მოუტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში